გურჯაანის მერია ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს ფულად ჯილდოს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2021-2022 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად – 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს.
უწყების ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 84 მედლის კანდიდატია, აქედან 66- ოქროს, ხოლო 18 ვერცხლის მედლის.
აღნიშნული საკითხის ინიციატორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნანა რამაზაშვილია. საკითხს საკრებულოზე უყარეს კენჭი, რომელსაც წევრებმა მხარი დაუჭირეს.
,,ეს არის ჩემს მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც გავიტანე საკრებულოს სხდომაზე.
ის ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა წახალისებას.
ვფიქრობ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მეტ მოტივაციას გავუჩენთ სკოლაში უკეთესად, რომ ისწავლონ. ხოლო იმ ახალგაზრდეს, კი ვისაც ეს ჯილდო გადაეცემა მეტ სტიმულს მივცემთ ცხოვრებაში სხვა წარმატებების მისაღწევად. ახალგაზრდები იგრძნობენ, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მათ გვერდით იქნება მათი წარმატებების წახალისებისა და გაზიარების კუთხით”,-განუცხადა knews.ge-ს ნანა რამაზაშვილმა.