„მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლებს ვირუსის შემდგომი გავრცელება შეუძლიათ. ამასთან, სპეციალისტები ინფიცირებულებს ცხოველებისგან იზოლაციის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებენ.
ინფიცირებული ძაღლი გრეიჰაუნდის ჯიშისაა. ის პარიზში ცხოვრობს. გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ცხოველის ორგანიზმში არსებული ვირუსი, იმ ვირუსის იდენტურია, რომლითაც მისი პატრონები იყვნენ დაავადებულები.
მათი თქმით, ძაღლს მათ საწოლში სძინავს. ცხოველს სიმპტომები პატრონების ინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.