ახალი ამბები

ჟურნალისტმა სოციალურად დაუცველი მოხუცის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო

ჟურნალისტმა რომან ქევხიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები ნელი ხატიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.

მან მოხუცის დასახმარებლად ფულის შეგროვების კამპანიის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარტოხელა პენსიონერს ხანძრის შედეგად სახლი სრულად დაეწვა.

რომან ქევხიშვილი აცხადებს, რომ მოხუცის დასახმარებლად თანხა ადგილობრივებმა და ემიგრანტებმა გაიღეს. მისივე თქმით, სულ შეგროვდა 6 430 ლარი, საიდანაც 6 000 ლარად მოხუცისთვის საცხოვრებელი კონტეინერი იყიდეს, თუმცა ნელი ხატიაშვილის დახმარების კამპანია კიდევ გრძელდება.

“ნელი ხატიაშვილი მარტოხელა პენსიონერი, სოციალურად დაუცველი ადამიანია. მთელი ცხოვრება კეთილი ადამიანების თანაგდომით გააქვს თავი. მას არ აქვს ელემენტარული პირობა, გაზი და ელექტროენერგია. წყლის ასადუღებლად ღუმელი აუნთია, პურისთვის წასულა მაღაზიაში და წამებში ფერფლად იქცა ყველაფერი. დარჩა სახლის და ყველაფრის გარეშე. 2 აგვისტოს ხანძრის დღესვე გადავწყვიტე რომ შემეგროვებინა მისთვის თანხა, რომ დავხმარებოდით პირველადი ნივთებით.

მერია დაგვპირდა, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს თანხას, მაგრამ ეს დროში გაწელილი, ბიუროკრატიული ბარირების გავლის შემდეგ მოხდება. დრო არ ითმენს, სახლი კი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. საკმაოდ გულისხმიერი აღმოჩნდა ხალხი, გარდა აკურელი ემიგრანტებისა, ვინც ნელის იცნობენ, სრულიად უცხო ადამიანებმა ჩარიცხეს ფული. იყო 1000 ლარის დარიცხვის ფაქტიც და 1 ლარის დარიცხვაც. მთავარი მაინც თანაგრძნობაა. ამ დროისთვის 6 430 ლარზე მეტი შევაგროვეთ, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება დახმარება. ხელისუფლება რას გაუკეთებს, ეს უკვე მათი საქმეა. ათასი პროცედურაა გასავლელი, რომ თანხა გამოყონ. იმედი მაქვს. რომ ხელისუფლება თავისას, ჩვენ კი ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ,”-განუცხადა Knews.ge-ს რომან ქევხიშვილმა.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

GE76BG0000000377065893
საქართველოს ბანკი:
მიმღები: რომან ქევხიშვილი

სახლი, სადაც ნელი ხატიაშვილი ცხოვრობდა: