ახალი ამბები

საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა 11 199 პირი. ჩატარდა 67 482 ტესტი.