ახალი ამბები

გურჯაანში მუნიციპალური კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ასევე, შენობის შიდა კარ – ფანჯრების შეცვლას.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რომელსაც გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ინტექსი” ასრულებს, 800 000 ლარი დაიხარჯება.