სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა სიღნაღშია შესაძლებელი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ინსულინის მიღება უკვე ადგილზე შეუძლიათ.
აღნიშნული სერვისის მიწოდების აღდგენა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
აქამდე ადგილობრივ მაცხოვრებლებს აღნიშნული სერვისის მიღება მეზობელ მუნიციპალიტეტებში უწევდათ. ცვლილების შედეგად, ბენეფიციარები მედიკამენტების მიღებას „მედფარმა პლუსი“-ს კონტრაქტორ ,,გეფას”(ფარმადეპოს) აფთიაქში შეძლებენ: მისამართი წნორი, თავისუფლების ქუჩა #2.