ღარიბაშვილი-რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება ტურიზმს შეაფერხებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიჟო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართული დაზიანება სურთ.
“მრავალი მცდელობის მიუხედავად იმ მოღალატეების, რომლებმაც ეს ომი ვერ და არ ააცილა ქვეყანას, ქვეყნაში მეორე ფრონტის გეგმაც ჩაიშალა. ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის საქართველოში და არცერთ ქვეყანაში ასეთი პროგრესი არ მიმდინარეობს. რადგან ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოტანეს, ახლა სურთ რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები იმით, რომ უნდათ ტურიზმი შეაფერხონ. ეს ვისზე აისახება?! ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკასა და ხალხზე. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.