სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა სტადიონის აღდგენას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლელ ყარაჯალის მოსახლეობა სტადიონის აღდგენას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით, ადგილობრივებმა აქციაც გამართეს და სამანქანო გზა გადაკეტეს. მათი თქმით, სტადიონი ზამთარში გაფუჭდა და მას შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.
“სოფელს სჭირდება სტადიონი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული. ზამთარში გაფუჭდა და მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ. ვითხოვთ, რომ გააკეთონ”- აცხადებენ ადგილობრივები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ კვირაში დაიწყება.
“სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. ახლა გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და მომავალ კვირაში სამუშაოები დაიწყება”-განაცხადეს მერიაში.
სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პარამეტრი” ჩაატარებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.