ახალი ამბები

რა ღონისძიებები იგეგმება ზაფხულის ბოლომდე თელავში

თელავში, ზაფხულის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.

აღნიშნულის შესახებ knews.ge-ის თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა.

“20 აგვისტოს მოედანზე არის დაგეგმილი, სამი ქართველი მომღერალის კონცერტი, რომელიც ჩატარდება თეატრის მიმდებარედ. ასევე გვაქვს მოლაპარაკება თეატრალურ კვარტეტთან, გვინდა რომ ამ ზაფხულს გამართოს კონცერტი თელაველი მსმენელისთვის. ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა რამდენიმე მემორიალური დაფის დამზადებასთან დაკავშირებით. გაიმართება კლასიკური მუსიკის ფესტივალი, თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას ჩატარდება შიდა ტურნირი ჩოგბურთში, სადაც თელაველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვდასხვა აქტივობებთან დაკავშირებით და ზაფხულის ბოლომდე სასიამოვნო კულტურული, სპორტული ღონისძიებები გელოდებათ”,-განაცხადა ფიქრიამ.