“ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი” – ადამ კინზინგერი
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერის თქმით,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს სიცრუეა.
ამის შესახებ მან “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.
“რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვინდა ნათლად განვაცხადოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლის დასრულებას ისე, რომ უკრაინამ არც ერთი ინჩი არ დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია”, – წერს კონგრესმენი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ”. თუმცა მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდისგან მანამდეც არაერთხელ გაჟღერდა.