ახალი ამბები

საქართველოს ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,მანავის“ რეაბილიტაციას ახორციელებს

2 გვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აწარმოებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,მანავის“ სარაბილიტაციო სამუშაოებს.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, აბონენტებს კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ, თუმცა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძაბვის ცვალებადობას.

,,კომპანიის ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად შეეცდება, მის ქსელში არ მოხდეს ტექნიკური ხარვეზი, თუმცა, არ არის გამორიცხული, სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვიოს ძაბვის არასტაბილურობა, რომელიც არ იქნება გამოწვეული ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრალეულობით”,-აცხადებენ კომპანიაში.