ახალი ამბები

4 აგვისტოს, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 4 აგვისტოს, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ.გ.-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, 4 აგვისტოს, 07:00-დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ზარიძეების გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს – თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ჭერვალიძეები, ალაჭანი, წიკვრიანთკარი, საკრეჭიო, ზარიძეები, ხობცა და იარაჯულები.

“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 აგვისტოს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 4 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ზარიძეების გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ჭერვალიძეები, ალაჭანი, წიკვრიანთკარი, საკრეჭიო, ზარიძეები, ხობცა და იარაჯულები.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.