სიღნაღში 50-მდე შენობის ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება
მიმდინარე წელს, ქალაქ სიღნაღში შენობა-ნაგებობების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ექვს – ბარათაშვილის, 9 აპრილის, დადიანის, კოსტავას, აღმაშენებლის და რუსთაველის_ ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების, ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია ივლისში დაიწყება.
,,პროექტის მიხედვით, ორმოცდაათამდე შენობის ფასადი მოწესრიგდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნაგებობას არსებული ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 594 042 ლარი დაიხარჯება’’,– აცხადებენ უწყებაში.