ახალი ამბები

ყავის მარცვალი ძვირდება

მსოფლიოში ყავის მარცვალი ძვირდება. როგორც ყავის მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, მსოფლიოში ყავის ბაზარზე გავლენა ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში მშრალმა ამინდმა იქონია. შემდეგ მიწოდების ჯაჭვების რღვევა დაიწყო და გადაზიდვის ხარჯებიც გაიზარდა.

“უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყავის მარცვალი 20%-დან 25%-მდე ძვირდება. ძირითადი დარტყმა შედარებით იაფფასიან სეგმენტზე მოდის, ხოლო პრემიალურ მარცვალზე ფასი 10%-დან 15%-მდე გაიზარდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ვცდილობთ, რომ ფასი ამ ეტაპზე შევინარჩუნოთ და არ გავზარდოთ. გაყიდვების დანაკარგების გარეშე შენარჩუნებას კი სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობებით ვცდილობთ”,- აღნიშნა ფარულავამ

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტის მოცულობა 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 9.9 მილიონი დოლარი გადაიხადა. 1 ტონის საშუალო ფასი კი 3,503 დოლარი იყო. გასული წლის იგივე პერიოდში, 2,270 ტონა ყავა ვიყიდეთ და 6.1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო.

აღსანიშნია, რომ ყავის წლევანდელი ფასი, გასული წლისაზე 30%-ით მეტია. საქართველო ყავის მარცვალს რამდენიმე ქვეყანაში ყიდულობს. ყავის 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას შორის ინდონეზია (1,579 ტონა), ვიეტნამი (403 ტონა), რუსეთი (226 ტონა) გერმანია (155 ტონა) და იტალია (102 ტონა) ხვდებიან.