ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი დაშავდნენ
ყვარლის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმი და ექთანი დაშავდნენ მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელში.
შემთვევა სოფელ წიწკანაანთსერში მოხდა. ყვარლის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანას, ფორდის მარკის ავტომობილმა, სავარაუდოდ გზა გადაუკეტა,
შეჯახების შედეგად, ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად, სულ ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან მძიმეა ექიმის და ექთანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.