თელავის უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევარი, ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის ათეულში გავიდა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის კესო სახიაშვილის საკონკურსო ნამუშევარი, ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის_ „ქართული სტუდენტური თარგმნი“_ საუკეთესო ათეულში გავიდა.
სიგელები და საჩუქრები პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა, სტუდენტებს ორბელიანების სასახლეში გადასცა და მათ წინსვლა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორის,ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო, ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზებასა და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისებას ემსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, საუკეთესო თარგმანები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა.