ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტის მიზანია ციხე-ქალაქ კვეტერას ხელმისაწვდობის გაზრდის ხელშეწყობა და პოპულარიზება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.
,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები”,- აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.