ახალი ამბები

საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მინივენს შეეჯახა, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იჯდა. შეჯახების შედეგად, მინივენში მყოფი მგზავრებიდან, ერთი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებული პირები საგარეჯოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.