ახალი ამბები

თელავში, ერთ- ერთ რესტორანში დაპირსპირების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

თელავში, ერთ- ერთ რესტორანში ერთმანეთს ნასვამი მამაკაცები დაუპირისპირდნენ.

სტუმრებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც, ინციდენტის მონაწილე ორივე მამაკაცი დაშავდა.

ორივე მათგანს დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. დაზიანებულია რესტორნის ინვენტარიც.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც მომხდარის მიზეზებს სწავლობს.