ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მეწყერის გამო გადაადგილება აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსული მეწყერის გამო, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, კმ16-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ16 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.