ახალი ამბები

ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე აზიური რესტორანი “იკე” გაიხსნა

“ლოპოტა სპა რეზორტში” აზიური რესტორანი “იკე“ გაიხსნა.

კომპლექსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რესტორანი სტუმრებს რამდენიმე კვირაა უკვე აქტიურად იღებს. მათი ინფორმაციით, რესტორანს აქვს თავისი აუზი და ტბა. ობიექტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელში.

როგორც ცნობილია, გასულ წელს კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიანი სასტუმრო გახსნა, რაშიც განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ ლარი იყო. კომპანიამ დამატებით აითვისა 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთულია ე.წ ლუქსებით. აზიური რესტორანიც სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ლოპოტა სპა რეზორტი” ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.