სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მილსადენი მოეწყობა 1 110 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, სასმელი წყლით მომარაგდება 45 აბონენტი. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს G.SERVICE ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 988 ლარით ფინანსდება.