ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, შრომისა და კავშირის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალზე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გზის მონაკვეთზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვს.
გზის გარდა, ადგილობრივები მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებსა და ტროტუარებზეც საუბრობენ, რაც პრობლემას უქმნით. მოსახლეობა ამბობს, რომ გზის სახიფათო მონაკვეთის მოუწესრიგებლობას უკვე მოჰყვა რამდენიმე მსხვერპლი.
მათი ინფორმაციით, თბილისში მკურნალობს და დღემდე მძიმეა 5 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შრომა- კავშირის გზაზე, რამდენიმე დღის წინ დაშავდა. აქციის მონაწილეებთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა, რომელიც მოსახლეობას პრობლემის გადაწყვეტას დაპირდა.