ალოობასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში სამაშველო სამსახურის საველე შტაბი გაიხსნა
ალოობასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამაშველო სამსახურის საველე შტაბი გაიხსნა
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მობილიზაცია მარცვლეულის აღების პროცესის აქტიურ ფაზაში შესვლის გამო მოხდა. მოსავლის აღებას ხშირ შემთხვევაში, თან მინდვრის ხანძრები ახლავს, რაც ასეულობით ჰექტარი ტერიტორიის გადაწვას იწვევს.
“ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად, მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობითაა გამოწვეული. შესაბამისად, სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ღონისძიებების გაძლიერება როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით”– აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდებს სასოფლო -სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს უყურადღებოდ არ დატოვონ ცეცხლის კერები და დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს. მარცვლეულის აღება დედოფლისწყაროში, თითქმის ორი კვირაა დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.