ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, ბელა ხოტენაშვილის 1 წლის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1 წლის და 4 თვის გაბრიელ სულაშვილს დახმარება სჭირდება.
ბავშვს 7 თვის ასაკში აღმოაჩნდა ნეირობლასტომა აგრესიული ფორმით. ის უკვე 8 თვეა საფრანგეთში მკურნალობს. მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა დაავადების რეციდივი და ახლა მას ახალი ამერიკული პრეპარატი სჭირდება, რომელიც 31 მაისს დაამტკიცა აშშ-ს წამლების სააგენტომ.
მისი ღირებულება ასეულობით ათასი დოლარია და საფრანგეთის ჯანდაცვის სამინიტროს ამ ეტაპზე ხელი არ მიუწვდება.
,, დაავადება ყოველდღე აგრესიულად პროგრესირებს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რთულია ამ ვერაგ დაავადებასთან მარტო ბრძოლა”,-აცხადებენ ბავშვის ოჯახის წევრები.
ანგარიშის ნომერია: GE42TB7213545066300001
მიმღები: ბელა ხოტენაშვილი
თელაველი სპორტსმენი ბელა ხოტენაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მის ანგარიშზეა 16 წლამდე გოგონათა შორის (2004წ), მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ასევე ევროპის და მსოფლიოს პრიზიორობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 2009 წლიდან ბელა ხოტენაშვილის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ასევე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი, მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.