„შირაქი“- გაზის გაძვირების გამო მოგვიწევს პროდუქციაზე ფასის მომატება
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, გაზის ტარიფის მატება პროდუქციას გააძვირებს.
მისი თქმით, პროდუქციის ფასი სავარაუდოდ შემოდგომიდან გაიზრდება.
„თუ გაზი გაძვირდება, მოგვიწევს პროპორციულად დავთვალოთ დამატებით რა თანხებთან იქნება დაკავშირებული და ამის მიხედვით, ალბათ, პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს“,- განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ენერგომატარებლებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ბუნებრივ აირს მოიხმარს, რადგან ორთქლის ქვაბების საშუალებით რძის პასტერიზება და შემდგომი ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა ხდება.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესს პირველი ივლისიდან თბილისში გაზი 25 თეთრით, რეგიონებში კი 23 თეთრით გაუძვირდება.