თელავში მკლავჭიდში შიდა მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა
თელავის ცენტრალურ მოედანზე, მკლავჭიდში შიდა მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა.
სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ერთმანეთს 70-ზე მეტი სპორტსმენი დაუპირისპირდა.
,,მკლავჭიდში თელავის მერის გარდამავალი თასი,, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ ბახტიაროვმა მოიპოვა, პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელებს კი სიგელები და მედლები თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ნიკოლოზ მეტრეველმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
ტურნირი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და მკლავჭიდის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.