ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ადიდდა ხევი, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, , სწორედ ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.