თელავში გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის ოფისი გაიხსნა
ევროკავშირის მხარდაჭერით ორგამიზაციამ „უფლებები საქართველო“ კახეთში უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრი გახსნა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ კვალიფიციური იურისტები ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ, ასევე უზრუნველყოფენ მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.
იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი და გაიგეთ მეტი.