ევროპარლამენტი საქართველოში მედიის მდგომარეობაზე ხვალ დებატებს გამართავს
ევროპარლამენტი საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე იმსჯელებს.
ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, რეზოლუციაზე – „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები ხვალ, 8 ივნისს გაიმართება.
რეზოლუციას კენჭს 9 ივნისს უყრიან.