ახალი ამბები

იპოთეკური სესხის სუბსიდირებით 2 343 ოჯახმა ისარგებლა

იპოთეკური სესხის თანადაფინანსების პროგრამის დაწყებიდან, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის მისის ჩათვლით, სუბსიდირებით 2 343 ოჯახმა ისარგებლა.

სესხების მოცულობა კი 259 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა, 2021 სექტემბრიდან ხორციელდება და მისი მიზანია, დაეხმაროს სახლის შეძენაში/აშენებაში ოჯახებს/მარტოხელა მშობლებს/ქვრივებს. თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობაზე და შეადგენს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% ან 1.5%, არა უმეტეს 6-8%-ისა.

ამასთან, სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარს, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი − 5 წელს შეადგენს.