საქსტატი- საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.2 ლარით გაიზარდა
2022 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 196.2 ლარით მეტია.
საქსტატის ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა სექტორში 1 186.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.2 ლარით) შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 566.5 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 776.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 170.9 ლარი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა.