ახალი ამბები

გურჯაანელმა მოჭადრაკე, დათა ყალაბეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

გურჯაანელი მოჭადრაკე დათა ყალაბეგაშვილი, უკვე მესამედ, საქართველოს ჩემპიონი გახდა და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

დათა ყალაბეგაშვილმა ჩემპიონობა, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, 12 წლამდე ასაკის ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გამართულ საქართველოს პირველობაზე მოიპოვა.

ჩემპიონატი, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა და დაძაბული ბრძოლის შემდეგ გურჯაანელმა მოჭადრაკემ ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.