თელავში “გარბენი უკრაინისთვის” ჩატარდა
თელავში, ლოპოტას მიმდებარედ უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება „გარბენი უკრაინისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმა.
გარბენის მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“, თბილისის მერია.