,, გარბენი უკრაინისთვის”-თელავში საქველმოქმედო მარათონი იმართება
თელავში, ლოპოტას მიმდებარედ, უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება იმართება.„გარბენი უკრაინისთვის“ აერთიანებს ასობით ადამიანს.
ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. მათი თქმიღ, ყოველი მონაწილის რეგისტრაციის საფასური 30 ლარი, მთლიანად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს.
,,გარბენში მონაწილეებმა ადგილზე მიიღეს მაისურები საქართველო-უკრაინის დროშებით. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი, ფრისბი, ხელბურთი, ფრენბურთი ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი და დაკავდნენ მშვილდოსნობით. ასევე მოწყობილია მოსასვენებელი და საკვები სივრცეები. საქველმოქმედო გარბენის დისტანცია კი არის 8 კმ, ფინიში გრემთან არის მოწყობილი.
დასრულების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქალებსა და მამაკაცებს შორის და მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ. დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ მგზავრების საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ასევე ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსული უკრაინელები. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც არის მოწყობილი. გარბენის მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ჭიათურმანგანუმ ჯორჯია და თბილისის მერია”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.