საგარეჯოს მერიამ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით კონკურსი გამოაცხადა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების განყოფილებამ არქიტექტურული დიზაინის პროექტის – (საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემოსასვლელი სიმბოლური ნაგებობის) მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, კონკურსის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, არქიტექტურული და დიზაინის პროექტის (კონსტრუქციის სრული მაკეტი ილუსტრირებული ნახაზი 3D რენდერებითა და ტექნიკური ნახაზებით) მომზადება.
,,კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს 18 წლიდან ზევით. გამარჯვებული აპლიკანტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს 5000 ლარს. საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახით, კერძოდ, https://wetransfer.com/ – ის გამოყენებით შემდეგ მისამართზე: tourism.sagarejo@gmail.com. ნამუშევრები კი მიიღება 2022 წლის 5 ივლისის ჩათვლით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს”,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.