ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის წესები იცვლება – საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შესვლას შეძლებენ.

კერძოდ, “გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა;

,, ასევე გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს;

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.