“შატო ყირამალა ლაგოდეხი” გაფართოვდა
“შატო ყირამალა ლაგოდეხი” გაფართოვდა. რესტორნის ტერიტორიას კოტეჯები და საცურაო აუზი დაემატა.
როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, გაფართოებისთვის 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და სესხი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ დაფინანსდა.
მისივე თქმით, ადგილზე 11 კოტეჯი მოეწყო, შედეგად კომპლექსს ჯამში 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.
“ინვესტიციის მოცულობამ 0,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ადგილზე 11 კოტეჯია, ეზოთი, აუზით, ასევე აქამდე არსებული რესტორნით, მარნით, ვენახით, ტბითა და სათევზაო ზონით. ჯამში 45 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენთვის პირველი სეზონია და უკვე, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებელს ვუმასპინძლეთ. სეზონი ახლა იწყება და მოლოდინებიც დადებითი გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, კოტეჯის ღირებულება 140 ლარიდან იწყება”, – ამბობენ “შატო ყირამალა ლაგოდეხის” წარმომადგენლები.