წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება
წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.
იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ისრაელისთვის ფერმერბისაგან მაყვალს 3.5 დოლარად, ჟოლოს კი, 5-6 დოლარად შეიძენენ.
„წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება. სოფელ ქვენატკოცაში ისრაელის მოქალაქეს აქვს სამაცივრე მეურნეობა. უკვე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ისრაელმა დართო მაყვლისა და ჟოლოს შეტანის უფლება. 1 კგ მაყვალში 3.5 დოლარს გვპირდება, ჟოლოში კი, 5-6 დოლარს, რაც ძალიან კარგი ფასია. ახლა, მთავარია, როგორი იქნება პროდუქციის ხარისხი“, – განაცხადა ქიტესაშვილმა.