ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022” ჩატარდება

22 მაისს 13:00 საათზე, თელავის ცენტრალურ მოედანზე “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი თელავში – 2022” ჩატარდება.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტო კოლექციონერები და ავტო ინჟინერ რესტავრატორები, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. “ჰენდ მეიდი” ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.

ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართება.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე 595555944.