სისხლიანი გარჩევა თელავში -მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი მამაკაცი
თელავის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ორი მამაკაცი.
შემთხვევა ცოტახნის წინ სოფელ აკურაში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით მომხდრს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კამათი ერთმანეთთან მეზობლებს მოუხდათ.
ადგილობრივების თქმით, ორმა პირმა მეზობელი მამაკაცი და მისი შვილი სცემეს, რის შემდეგაც, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა მეზობელი, დაჭრა მისი ძმა და საკუთარი შვილი.
დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.