განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებს
განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.
გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.
ასევე, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.
საზოგადოებაში რეგულაციებმა არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია.
ნაწილს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციები დროულია, სხვა ნაწილი კი, უარყოფითად არის განწყობილი.
დღევანდელ რადიო გადაცემაში თემის ირგვლის გამოწვევებსა და პრობლემებზე ღია ეთერის სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ.
გადაცემის სტუმრები გახლავთ:
დარეჯან ბურდიაშვილი – გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის იურისტი.
ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის #5 საჯარო სკოლის პედაგოგი.
კახა სუხიტაშვილი – ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, გიდი.
რევაზ აფხაზავა – განათლების სპეციალისტი.