თელავის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
საბჭოს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში საქმიანობის ძირითადი მიზნებია: თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების გაძლიერება; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მუნიციპალური პროგრამების და პროექტების დაგეგმვის დროს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა; გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
მათივე თქმით, მიზნების მისაღწევად გეგმაში დეტალურადაა გაწერილი გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შესასრულებელი ამოცანები და საქმიანობები.
ვრცლად იხილეთ სამოქმედო გეგმა:
https://telavi.gov.ge/…/files/2022-2023-c.c.-gegma.pdf

