დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით თელავში შეხვედრა გაიმართა
დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტები ანა სუბელიანი და მარიამ კვარაცხელია უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო პრორუსული ჯგუფის “კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს” რეგიონში აქტიურობა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები.
საკოორდინაციო შეხვედრაზე ორგანიზაციებმა იმსჯელეს მომავალში რა საერთო ღონისძიებების ჩატარება შეიძლება საქართველოს რეგიონებში დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.
,,დავიწყეთ შეხვედრების ციკლი რეგიონებში, მათ შორის კახეთი არის ერთ-ერთი პირველი, სადაც ვხვდებით ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრების მიზანია ვისაუბროთ დემოკრატიაზე, ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე რომელიც არსებობს. ეს არის დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა და სხვა. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული ქვეყანაში, მათ შორის რეგიონებში”,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, უფლებადამცველმა ანა სუბელიანმა.