ახალი ამბები

კახეთს 5700 ნაგვის ურნა, 24 ნაგავმზიდი და 10 დასუფთავების მანქანა გადაეცემა

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, წელს კახეთს 5700 ნაგვის ურნა, 24 ნაგავმზიდი და 10 დასუფთავების მანქანა გადაეცემა.

მისი თქმით, 2021 წელს კომპანიამ კახეთში, კერძოდ თელავში ერთი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა განახორციელა, რაზეც 2021 წელს დაახლოებით 115 ათასი ლარი მიიმართა. 2022 წელს კი კომპანია სამ პროექტს ახორციელებს, რისთვისაც 800 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაზე და სულ მოიაზრება 5700-ზე მეტი კონტეინერის, 24 ნაგავმზიდის და 10 პიკაპის ტიპის ქუჩის დასუფთავების მანქანის შეძენა. აღნიშნულისათვის მოიაზრება დაახლოებით 10,3 მლნ ლარის მიმართვა. კახეთში ასევე დაგეგმილია ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს მოემსახურება”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.