კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 39 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი.
ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.