თელავში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
თელავში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით „ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის“ პარტნიორობითა და მხარდაჭერით, მედიის თავისუფლების შესახებ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი Knews.ge–სთან აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტები ფლობდნენ ინფორმაციას მათი უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
„შეხვედრაზე განხილული იყო სისხლის სამართლის საქმეები და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ასევე, მედიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებით არსებული დავების შემთხვევები. მონაწილეებს ასევე გავუზიარეთ რჩევები, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, თუკი გახდნენ უფლებადარღვევის მსხვერპლნი,“ – განაცხადა ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა.