არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
შესაბამის მიმართვას 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. მათი განმარტებით, თუ ხელისუფლების მხრიდან პასუხების გასაჯაროება არ მოხდება, მმართველმა გუნდმა შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობიდან შესაბამისი არგუმენტი უნდა წარმოადგინოს, რომლითაც განსაზღვრავს თუ რა საფუძვლით ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოებას.
„29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ახდენთ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.
ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა“, –ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
ღია საზოგადოება საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო იდეა
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
დემოკრატიის ინდექსი საქართველო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ევროპის ფონდი
საქართველოს სტრატეგიის დაგანვითარების ცენტრი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
საქართველო სპოლიტიკის ინსტიტუტი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ლიბერალური აკადემია თბილისი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
კავშირი საფარი
ციხის საერთაშორის ორეფორმა
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
ღია სივრცე კავკასია