სოფელ ხირსაში 28 ფიზიკურ პირს 1 ლარად სახლები საკუთრებაში გადაეცემა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი პარლამენტის წევრთან, დავით სონღულაშვილთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ხირსაში მოსახლეობას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება პირადად გააცნეს.
მიმდინარე წლის 26 აპრილს, მთავრობამ გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსაში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.
„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ჩვენი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ ხირსაში 28 ოჯახს სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები. დღეს, პირადად გავაცანით მოსახლეობას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები“- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.