ახალი ამბები

მთავრობა კოვიდსტატისტიკას ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებს

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.

ამას გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.

“2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები”,-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.